16 ნოემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია სახელწოდებით ,,ევროპის უსაფრთხოების ახალი რეალობა რუსეთ- უკრაინის ომის შემდგომ“ (The new reality of European security after the Russia-Ukraine war).
საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის მქონე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ თემები მიმდინარე წლის 7 ოქტომბრამდე.
ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება ბაკალვრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია სახელწოდებით ,, რუსეთის ომის გავლენა უკრაინასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე“.ევროპის უსაფრთხოების ახალი რეალობა რუსეთ- უკრაინის ომის შემდგომ“ (The impact of Russia's war on Ukraine and International Security).
საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის მქონე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ თემები მიმდინარე წლის 7 ნოემბრამდე.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები შეგიძლიათ იხილოთ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საიტზე.
დამატებითი ინფორმაციისათვი დაუკავშირდნენ გუგული მაღრაძეს, ტელ 577431617.